News & Events

ახალი ამბები

სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,მოდუსი“-ს დირექტორმა კარლო კერვალიშვილმა და ა(ი)იპ ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“-ს დირექტორმა გიორგი ჯღარკავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს:
• პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას;
• სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას;
• სტუდენტების ჩართულობას სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებსა და საჯარო ლექციებში.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია: საჯარო კრედიტები:ს ორგანიზება პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე; ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების, სემინარებისა და კულტურული ღონისძიებების ფარგლებში პროფესიული სტუდენტების ჩართულობა.
სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,მოდუსი’’ და ა(ა)იპ ,, ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი” თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად.

ka_GEGeorgian