ტრენინგები სწავლების სტრატეგიებისა და შეფასების მიმართულებით
4-5 ოქტომბერს, კოლეჯ “მოდუსში” სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა დამატებითი ტრენინგები სწავლების სტრატეგიებისა და შეფასების მიმართულებით, იმ მასწავლებლებისათვის, რომელთაც გაიარეს სრული პედაგოგიური კურსი და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი.
კოლეჯი “მოდუსის” ადმინისტრაცია პედაგოგებს ულოცავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს და წარმატებებს უსურვებს მის გამოცდილ და კვალიფიციურ მასწავლებლებს კარიერულ საქმიანობაში