News & Events
სსიპ კოლეჯი მოდუსი > სიახლეები > ცხადდება მიღება საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადების სასერტიფიკატო კურსზე
ცხადდება მიღება საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადების სასერტიფიკატო კურსზე
კურსზე შეისწავლით: ნედლეულის დამუშავებისა და კერძების მომზადებისთვის საჭირო ხელსაწყო-იარაღების, ელექტროაპარატურისა და დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების უნარ-ჩვევებს, ნახევარფაბრიკატების მომზადებას, კერძოდ, ხორცეული და თევზეული კერძების პირველადი დამუშავების ტექნოლოგიას, რათა კურსდამთავრებულმა შესძლოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული ძირითადი კერძებისა და სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის მომზადება – სალათები, ხორცის კერძები, ცომეული, თევზეული, ბურგერები და ცხელი სენდვიჩები.
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა (100 საათი).
განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, ჟ.შარტავას #4.
პროგრამაზე სწავლის ღირებულება: 600 ლარი.
კურსზე დარეგისტრირების მიზნით გადადით ბმულზე:
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 14 ნოემბერი
სწავლის დაწყების თარიღი: 22 ნოემბერი
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ზრდასრულთა განათლების კოორდინატორს, რუსუდან ქურასბედიანს: 577617068