მასწავლებელთა სამეწარმეო კომპეტენციის განვითარებისთვის კოლეჯ “მოდუსში” 4 დღიანი ტრენინგი დაიწყო
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ მასწავლებელთა სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროგრამის ფარგლებში, კოლეჯ “მოდუსის” პედაგოგებისთვის და თანამშრომლებისთვის 4 დღიანი სასწავლო სემინარი დაიწყო. 19 და 20 ოქტომბერს სემინარის პირველი ეტაპი გაიმართა, სადაც ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ინფორმაცია მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით. სემინარის მეორე ეტაპზე, ტრენინგის მონაწილეები მიღებული ცოდნის საფუძველზე პრეზენტაციებს მოამზადებენ და მასწავლებელა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებს წარუდგენენ.