კოლეჯი „მოდუსის“ და Domson’s Engineering & Construction-ის საერთო პროექტი
კოლეჯში „მოდუსი“ შედუღების სასწავლო კურსზე რეგისტრირებულ პირებთან საინფორმაციო შეხვდრა გაიმართა, რომელსაც კომპანია Domson’s Engineering & Construction-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კოლეჯი „მოდუსის“ და კომპანია Domson’s Engineering & Construction-is თანამშრომლობის ფარგლებში, შედუღების კურსის სტუდენტები, თეორიულ სასწავლო კომპონენტს კოლეჯში, ხოლო პრაქტიკულ კომპონენტს კომპანიის საწარმოო ბაზაზე გაივლიან.
სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, წარმატებული კურსდამთავრებულები, კომპანია Domson’s Engineering & Construction-ში, შედუღების მიმართულებით დასაქმდებიან.