News & Events
ისწავლე ტურისტული მეგზურის მოზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსზე
რუსთავში, სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ აცხადებს მიღებას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „ტურისტული მეგზური “.
პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება და სურვილი, მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა ტურისტული მეგზურის საქმიანობის მიმართულებით და განივითაროს დასაქმებისათვის აუცილებელი უნარები. სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით.
პროგრამა ინოვაციურია თავისი შინაარსით, რადგან მასში დარგობრივ კომპონენტთან ერთად ინტეგრირებულია კომპონენტი „რბილი უნარების განვითარება დასაქმებისთვის’’, რომელიც ორგანიზაციის Action Against Hunger მიერ შემუშავებულ “Shuttle” მეთოდოლოგიას ეფუძნება. მეთოდოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებაა პროგრამა „Schools for Employment“ (სკოლები დასაქმებისთვის), რომელიც ემსახურება პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების/მსმენელების პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებას სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი (ტექნიკური) უნარების შეძენის პარალელურად. აღნიშნული პროგრამის ამოცანაა, გაზარდოს მონაწილეების დასაქმების/თვითდასაქმების შანსები მათში უკვე არსებული პოტენციალის/რესურსის განვითარების გზით.
აპლიკანტები პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ გასაუბრების შედეგების საფუძველზე. პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
სასწავლო გრაფიკი: სწავლება მიმდინარეობს 12 კვირის განმავლობაში, კვირეული 16 საათიანი დატვირთვით, მისამართზე: რუსთავი, შარტავას გამზირი N4.
დაინტერესებულ პირებს პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე vet.emis.ge-ზე.
რეგისტრაციის ინსტრუქცია
► ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს პროგრამის სახელწოდება – „ტურისტული მეგზური (ქართულენოვანი).
► ვებ გვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მომზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე, ან დარეკეთ ნომერზე: 577 617068
პროფესიული მომზადების პროგრამა „ტურისტული მეგზური (ქართულენოვანი)“ ხორციელდება მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (AAH) მიერ პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით (MOH).