News & Events
ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტების ბოლოზარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.
მინისტრმა „მოდუსის“, „მერმისის“, „იკაროსის“, „გლდანის პროფესიული კოლეჯის“ და „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიისა“ კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მათ დიპლომები პირადად გადასცა.
პროფესიული განათლების სისტემას 2023 წელს პირველად ჰყავს ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომები მიიღეს და, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პროფესიულ განათლებაში განხორციელდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კომპონენტის (მე-10, მე-11 და მე-12 კლასების საგნების) წარმატებული ინტეგრირება, რამაც ქვეყანაში გააჩინა საბაზო განათლების შემდეგ სრული ზოგადი განათლების მიღების სრულფასოვანი, ალტერნატიული გზა.