News & Events
ვაკანსია: ფილიალის მენეჯერის თანამდებობა მარნეულში
სსიპ კოლეჯი მოდუსი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე მარნეულში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების საჭიროების განსაზღვრა;
** მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობა, მათზე განაწილებული დავალებების შესრულების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ანგარიშების მომზადება;
** ფილიალის საჭიროებების იდენტიფიცირების და შესყიდვების დაგეგმვის კოორდინაცია და კონტროლი;
** ფილიალის ქონების აღრიცხვასთან, განკარგვასთან და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა- განახლებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
** ფილიალის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
** ფილიალში მიმდინარე საგანმანათლებლო და სასწავლო პროცესების ხარისხიანად წარმართვის უზრუნველყოფა;
** ფილიალში მიმდინარე საგანმანათლებლო და სასწავლო პროცესების კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მსმენელთა, სტუდენტთა, პროფესიულ მასწავლებელთა და ადმინისტრაციის გამოკითხვების ორგანიზება;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ფილიალის წარმომადგენლობა;
** დამსაქმებლებთან ურთიერთობა კურსდამთავრებულთა შემდგომი დასაქმებისთვის, მათთან მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით;
** ინფორმაციის შეგროვება საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის მდგომარეობაზე, მათი განვითარების ტენდენციებზე, წარმოშობილ პრობლემებზე, კანონმდებლობაზე, მასმედიაში გამოქვეყნებულ ცნობებზე;
** სკოლის პროექტების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** კოლეჯის წესდებით, კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების დონე: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
** გამოცდილება: არანაკლებ 3 წლისა
** გამოცდილების სფერო: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
** Microsoft Office Word;
** Microsoft Office Excel;
** Microsoft Office PowerPoint;
** Outlook.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფაილი (CV), პოზიციის დასახელების მითითებით, და გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 თებერვალი.
სსიპ კოლეჯი მოდუსი
ტელეფონი: 577 95 90 36