News & Events
ვაკანსია: უსაფრთხოების ცვლის მორიგის თანამდებობა რუსთავსა და მარნეულში
სსიპ კოლეჯი მოდუსი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ცვლის მორიგის თანამდებობაზე რუსთავსა და მარნეულში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მორიგეობის განმავლობაში კოლეჯის უსაფრთხოების დაცვა (მათ შორის, ტერიტორიის პერიოდული შემოვლა, სამეთვალყურეო კამერების მონიტორინგი);
** კოლეჯის ტერიტორიაზე მატერიალური რესურსის შეტან-გატანის კონტროლი;
** გარე კარების ყველა საკეტის მთლიანობის უზრუნველყოფა;
** სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა;
** კოლეჯის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის გამოძახების უზრუნველყოფა;
** კოლეჯის წესდებით, კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების დონე: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
** გამოცდილების სფერო: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
** Microsoft Office Word;
** Microsoft Office Excel;
** Microsoft Office PowerPoint;
** Outlook.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფაილი (CV), პოზიციის დასახელების მითითებით, და გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 თებერვალი.
სსიპ კოლეჯი მოდუსი
ტელეფონი: 577 95 90 36