News & Events
ვაკანსია ადმინისტრაციული მენეჯერი – მარნეული
სსიპ “კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას მარნეულის ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქციები (მოვალეობები):
** ადმინისტრაციული და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია;
** კომუნალური ხარჯების კონტროლი;
** შენობის გათბობის გამართულად მუშაობის კონტროლი;
** კოლეჯი მოდუსი მარნეულის ბალანსზე არსებული მატერიალური ფასეულობების გადაადგილების, გაცემის და შესაბამისი ბაზის წარმოება;
** კოლეჯი მოდუსი მარნეულის ტერიტორიაზე სანიტარულ ჰიგიენური წესრიგის უზრუნველყოფის კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში საქონლის მიღება-ჩაბარების გაფორმება;
** წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა;
** კოლეჯი მოდუსი მარნეულის მარაგების მართვა;
** შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება;
** მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა თანამშრომლებისათვის მიწოდება;
** საგანმანათლებლო პროგრამებით/მოდულებით განსაზღვრული პრაქტიკის განხორციელებისთვის საჭირო მასალების ხარჯვის აღრიცხვა და კონტროლი;
** სასწავლო პრაქტიკის და პრაქტიკული შედეგების შეფასების /მათ შორის განმეორებითი შეფასების / განხორციელების პროცესში გახარჯული რესურსების მონიტორინგი;
** მარაგის ყოველთვიური ნაშთების შემოწმება;
** მარაგის სამართავად აუცილებელი ჩანაწერების წარმოება;
** კოლეჯი მოდუსი მარნეულში დაგეგმილი შეხვედრების დროს შეხვედრების ოთახების მოწესრიგების და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა;
** კოლეჯის წესდებით, კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ჩვენს მიერ ატვირთული თანდართული ფაილი – CV (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება) და გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@modusi.ge
ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს – http://www.modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბერი.
სსიპ კოლეჯი მოდუსი მარნეული
ტელეფონი: 551 095 948