ვაკანსია N3
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “მებოსტნეობა“ პროფესიული მასწავლებელი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები :
- პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
- პროგრამის შემუშავებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და სამუშაო გამოცდილება
უმაღლესი და/ან ტექნიკური და/ან პროფესიული განათლება აგრარული მიმართულებით და/ან სფეროს მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები
|
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Word;
Microsoft excel; Microsoft Power Point; Internet; Outlook; |
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გადმოიწერეთ და შეავსეთ ჩვენს მიერ ატვირთული „თანდართული ფაილი“ (CV) ჩამონათვალში მონიშნეთ ის მოდულები, რომელთა სწავლის სურვილი და კომპეტენციაც გაქვთ და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 მარტი;
სსიპ კოლეჯი მოდუსი მარნეული
ტელეფონი: 577 95 90 36