2020 წლის 6 ივლის სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო “მოწყვლად დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა”, რომელიც დევნილებს, რომელთაც აქვთ სოციალური ქულა 65001-დან – 100 000-მდე ეხმარება 2 500 ლარიანი გრანტით თვითდასაქმებისთვის საჭირო სახელობო იარაღების შეძენაში. საბუთების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 27 ივლისის ჩათვლით.
პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2 14 01 41/43 ასევე 555 679 220.