21 მარტი დაუნის სინდრომის საერთოშორისო დღეა და პროფესიულ სტუდენტთა ცნობიერების ასამაღლებლად, კოლეჯში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებლები სოფიო მირზაშვილი, ნინო სიხარულიძე და კოლეჯი „მოდუსის“ ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ნათია ოდიშელიძე უძღვებოდნენ.
ცნობიერების ამაღლების კაამპანიის ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს იმ გარემოზე, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უწევთ ცხოვრება. შეხვედრის ბოლოს მოკლემეტრაჟიანი საინფორმაციო ხასიათის ვიდეოების ჩვენება და დისკუსია გაიმართა.