აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, სტუმრად კოლეჯ „მოდუსში“
სსიპ კოლეჯ „მოდუსს“, აზიის განვითარების ბანკის ADB-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
კოლეჯის დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა, სტუმრებს კოლეჯის მუშაობის სტრუქტურა გააცნო და კოლეჯში მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ბოლოს, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სასწავლო აუდიტორიები და საამქროები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ფაბლაბ „მოდუსის“ მუშაობის პრინციპს.