მოდუსი
რუსთავში, სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ აცხადებს მიღებას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „ტურისტული მეგზური “. პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება და სურვილი, მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა ტურისტული მეგზურის საქმიანობის მიმართულებით და განივითაროს დასაქმებისათვის აუცილებელი უნარები. სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით. პროგრამა ინოვაციურია თავისი შინაარსით, რადგან […]
26 ნოემბერს, სამოდელო სააგენტო l-style-ისა და კოლეჯი „მოდუსის“ კოლაბორაციით გაიმართა პროექტი „Fashion day – მოდის დღე“. პროექტის მიზანი, ატელიე სახლების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. 2022 წლის ჩვენებაზე, 6 ატელიე იყო წარმოდგენილი, რომლებმაც მოსულ სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. ჩვენება, კოლეჯის სტუდენტებმა სხვადასხვა პროფესიული პროგრამის სპეც. ტანსაცმლით შემოსილებმა გახსნეს. Fashion day-ზე ასევე წარმოდგენილი იყო, „მოდუსის“ სტუდენტების მიერ შექმნილი […]
პროექტის “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში, რუსთავის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობლებთან გაიმართა. მსმენელები პროფესიული განათლების უპირატესობებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება. პროექტის მომდევნო ეტაპზე, მშობლებისთვის კოლეჯ „მოდუსში“ ექსკურსია მოეწყობა, სადაც […]
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (პსდ) მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების ცოდნა, რათა მათ სწორად დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ცვლილებები არსებულ პროგრამებში ან იფიქრონ ახალი პროგრამების შექმნაზე, სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობდა 3 დღიანი ტრენინგი, რომელშიც მოდუსის თანამშრომლები: კარიერისა და პროფორიენტაციის მენეჯერი გენო იმერლიშვილი და ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი რუსუდან ქურასბედიანი მონაწილეობდნენ. ტრენინგის განმავლობაში, მსმენლები […]
ვაგრძელებთ სერიას, რომლის ფარგლებშიც სასწავლო პროცესში მიმდინარე სიახლეებს გაცნობთ. ამჯერად, სანტექნიკის სისტემების ექსპლუატაციის პროფესიული პროგრამის სტუდენტებს ვესტუმრეთ. სტუდენტები, პრაქტიკული მოდულის ფარგლებში, წყალარინების სისტემის ვერტიკალური დგარის შეცვლას სწავლობენ.
პროფესიული სადიპლომო პროგრამების დამატების მიზნით, ადგილობრივ ფერმერებთან, მებაღეობის და მებასტნეობის მიმართულებით აქტიური შეხვედრები იმართება, რათა პარტნიორობის ფარგლებში, კოლეჯის სტუდენტებმა პრაქტიკული სასწავლო მოდულები რეალურ სამუშაო გარემოში გაიარონ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 4 ფერმერს შევხვდით და ადგილზე გავეცანით შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება კოლეჯ „მოდუსსა“ და ფერმერებს შორის.
მებაღეობის სადიპლომო პროფესიული პროგრამის სტუდენტები, პრაქტიკული სასწავლო მოდულის ფარგლებში, სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ ეზოში საგაზაფხულო სამუშაოებს აწარმოებენ, რაც მიწის დამუშავებას, ნიადაგის მომზადებას, ყვავილების დარგვას და გასხვლას მოცავს.
მემორანდუმის ფარგლებში, კოლეჯებს შორის დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება, როგორც სასწავლო, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთო პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს და პროფესიულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, რომ ერთმანეთს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, კოლეჯი „მოდუსი“ დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა და ლიეტუვის „Vilnius […]
⭕️ სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ?? მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? ელექტროობა – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; […]
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, დავით ჩხეიძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, […]