განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის სამი ახალგაზრდა არ შეჩერდა მიღწეულზე და სწავლა ბაკალავრის საფეხურზე გააგრძელა. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ პროფესიული განათლება არა მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის დაუფლების, არამედ პიროვნული და აკადემიური ზრდის შესანიშნავი პლატფორმაცაა. ორი წლის განმავლობაში, სტუდენტებმა შეისწავლეს სამკერვალო საქმის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი – დაწყებული ქსოვილების თვისებების ცოდნით, დასრულებული თანამედროვე საკერავი მანქანების ოპერირებითა და […]