კოლეჯი
26 ნოემბერს, სამოდელო სააგენტო l-style-ისა და კოლეჯი „მოდუსის“ კოლაბორაციით გაიმართა პროექტი „Fashion day – მოდის დღე“. პროექტის მიზანი, ატელიე სახლების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. 2022 წლის ჩვენებაზე, 6 ატელიე იყო წარმოდგენილი, რომლებმაც მოსულ სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. ჩვენება, კოლეჯის სტუდენტებმა სხვადასხვა პროფესიული პროგრამის სპეც. ტანსაცმლით შემოსილებმა გახსნეს. Fashion day-ზე ასევე წარმოდგენილი იყო, „მოდუსის“ სტუდენტების მიერ შექმნილი […]
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (პსდ) მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების ცოდნა, რათა მათ სწორად დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ცვლილებები არსებულ პროგრამებში ან იფიქრონ ახალი პროგრამების შექმნაზე, სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობდა 3 დღიანი ტრენინგი, რომელშიც მოდუსის თანამშრომლები: კარიერისა და პროფორიენტაციის მენეჯერი გენო იმერლიშვილი და ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი რუსუდან ქურასბედიანი მონაწილეობდნენ. ტრენინგის განმავლობაში, მსმენლები […]
15 აპრილს, 15:00 საათზე, კოლეჯი „მოდუსის“ საკონფერენციო სივრცეში (410) სტუდენტების, პროფესიული მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელნაკეთეი ნივთების და ნახატების გამოფენა გაიმართება. გამოფენას მოწვეული სტუმარი, მხატვარი, ნათია კაპანაძე დაესწრება, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებს. გამოფენა 4 დღის განმავლობაში, 20 აპრილამდე გაგრძელდება. თუ ხარ სტუდენტი, ან პროფესიული მასწავლებელი და გსურს, რომ გამოფენაზე შენს მიერ ხელნაკეთი ნივთებიც იყოს წარმოდგენილი, […]
პროფესიული სადიპლომო პროგრამების დამატების მიზნით, ადგილობრივ ფერმერებთან, მებაღეობის და მებასტნეობის მიმართულებით აქტიური შეხვედრები იმართება, რათა პარტნიორობის ფარგლებში, კოლეჯის სტუდენტებმა პრაქტიკული სასწავლო მოდულები რეალურ სამუშაო გარემოში გაიარონ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 4 ფერმერს შევხვდით და ადგილზე გავეცანით შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება კოლეჯ „მოდუსსა“ და ფერმერებს შორის.
მებაღეობის სადიპლომო პროფესიული პროგრამის სტუდენტები, პრაქტიკული სასწავლო მოდულის ფარგლებში, სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ ეზოში საგაზაფხულო სამუშაოებს აწარმოებენ, რაც მიწის დამუშავებას, ნიადაგის მომზადებას, ყვავილების დარგვას და გასხვლას მოცავს.
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, დავით ჩხეიძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, […]
29 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) მეორე ფაზა, გლდანის საზოგადოებრივ კოლეჯში გამოფენით გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა კოლეჯებმა […]