ევროკავშირი
✅ პროფესიული განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის განვითარების მიზნით, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ 5-წლიანი პროგრამა განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 48 850 000 ევროა. ► პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის პროექტის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზის ფარგლებში. ► პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას დაეხმარა ახალი პროფესიული სტანდარტებისა და კომპეტენციებზე დაფუძნებული, მოდულური პროგრამების დანერგვაში. შეიქმნა 150-ზე მეტი ახალი პროგრამა […]
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქალაქ რუსთავში, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა ისაუბრა საქართველო – ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებზე, ინტეგრაციის მექანიზმებზე. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მონაწილეები გაეცნენ ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელების გზებსა […]