პროფესიული განათლება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (პსდ) მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების ცოდნა, რათა მათ სწორად დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ცვლილებები არსებულ პროგრამებში ან იფიქრონ ახალი პროგრამების შექმნაზე, სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობდა 3 დღიანი ტრენინგი, რომელშიც მოდუსის თანამშრომლები: კარიერისა და პროფორიენტაციის მენეჯერი გენო იმერლიშვილი და ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი რუსუდან ქურასბედიანი მონაწილეობდნენ. ტრენინგის განმავლობაში, მსმენლები […]
სსიპ კოლეჯში „მოდუსი“ რუსთავსა და მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყება. კოლეჯში სასწავლო პროცესი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 2 ცვლაში 09:00-დან 14:00 საათამდე და 14:30-დან 20:00 საათამდე მიმდინარეობს. გთავაზობთ ჯგუფების განაწილებას ცვლების მიხედვით, ასევე გტავაზობთ კულინარიის ხელოვნების, ელექტროობს და შედურების პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სიას და მათ განაწილებას ცვლების მიხედვით. […]
კურსზე შეისწავლით: ნედლეულის დამუშავებისა და კერძების მომზადებისთვის საჭირო ხელსაწყო-იარაღების, ელექტროაპარატურისა და დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების უნარ-ჩვევებს, ნახევარფაბრიკატების მომზადებას, კერძოდ, ხორცეული და თევზეული კერძების პირველადი დამუშავების ტექნოლოგიას, რათა კურსდამთავრებულმა შესძლოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული ძირითადი კერძებისა და სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის მომზადება – სალათები, ხორცის კერძები, ცომეული, თევზეული, ბურგერები და ცხელი სენდვიჩები. პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა (100 […]
ვაგრძელებთ სერიას, რომლის ფარგლებშიც სასწავლო პროცესში მიმდინარე სიახლეებს გაცნობთ. ამჯერად, სანტექნიკის სისტემების ექსპლუატაციის პროფესიული პროგრამის სტუდენტებს ვესტუმრეთ. სტუდენტები, პრაქტიკული მოდულის ფარგლებში, წყალარინების სისტემის ვერტიკალური დგარის შეცვლას სწავლობენ.
სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, სტუდენტების, პროფესიული მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, სტუდენტური ცხოვრების წახალისებას და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. გამოფენის ორგანიზატორის, ანა ჯავახიშვილის თქმით, კოლეჯის საქმიანობაში ჩართული ნებისმიერი პირის, ეს იქნება სტუდენტი, მასწავლებლი თუ ადმინისტრაციის თანამშრომელი, თითოეულის ნიჭი და უნარები, რომელიც სასწავლო და სამუშაო პროცესში შესაძლოა არ ვლინდებოდეს, მსგავის გამოფენებით […]
სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორ, ეკატერინე პატეიშვილსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ, ზაურ ტაბატაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, მარნეულში კოლეჯი „მოდუსის“ წარმატებით ფუნქციონირებისათვის საჭირო, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რაც შემდგომში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმში აისახება. მარნეულში, კოლეჯი „მოდუსი“ უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაიხსენაბ. აღსანიშნავია, რომ […]
მემორანდუმის ფარგლებში, კოლეჯებს შორის დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება, როგორც სასწავლო, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთო პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს და პროფესიულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, რომ ერთმანეთს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, კოლეჯი „მოდუსი“ დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა და ლიეტუვის „Vilnius […]
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ. საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, […]
⭕️ სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ?? მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? ელექტროობა – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; […]
სსიპ კოლეჯ „მოდუსში“, შემოდგომის სემესტრში, გამოცდების შედეგად ინფორმაციის ტექნოლიგიაზე და სამკერვალო წარმოებაზე წარმატებით ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლა დაიწყეს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ პროგრამებზე შემდეგი მიღება გაზაფხულის სემესტრში გამოცხადდება.