კოლეჯი მოდუსი
პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით კოლეჯი „მოდუსი” 2025 წელს ორ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს – „ავტო ამფითეატრს” და პროფესიული განათლების სპორტულ ფესტივალს 2025, რომელიც ფეხბურთისა და ფრენბურთის ტურნირებს მოიცავს. ეს უკანასკნელი ხორციელდება სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის” სახელობის კოლეჯთან კონსორციუმის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით.ინიციატივები მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. პროექტები ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო პრინციპებს […]
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტში კოლეჯმა „მოდუსმა“ აქტიური მონაწილეობა მიიღო. დაწესებულების წარმომადგენელი, სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტი ქეთევან გურგენიშვილი, 11 კოლეგასთან ერთად, გერმანიის დოქტორ ფრენკ ნიტამერის სახელობის ინსტიტუტში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. მონაწილეებმა დეტალურად გაეცნენ გერმანულ დუალურ პროფესიულ განათლებას, მოინახულეს ადგილობრივი […]
კოლეჯმა „მოდუსმა“ გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, დაიწყო სამკერვალო წარმოების და ინფორმაციის ტექნოლოგიის მიმართულებით პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელება. პროგრამაში, ჩართულნი არიან მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც 2 თვის განმავლობაშიდა საკუთარ ძალებს მოსინჯავენ ახალი პროფესიის დასაუფლებლად. სასწავლო პერიოდის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩატარდება პროფორიენტაციული ხასიათის შეხვედრები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პროფესიების და პროფესიული განათლების […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. მინისტრმა „მოდუსის“, „მერმისის“, „იკაროსის“, „გლდანის პროფესიული კოლეჯის“ და „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიისა“ კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მათ დიპლომები პირადად გადასცა. პროფესიული განათლების სისტემას 2023 წელს პირველად ჰყავს ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომები მიიღეს […]
რუსთავში, სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ აცხადებს მიღებას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „ტურისტული მეგზური “. პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება და სურვილი, მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა ტურისტული მეგზურის საქმიანობის მიმართულებით და განივითაროს დასაქმებისათვის აუცილებელი უნარები. სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით. პროგრამა ინოვაციურია თავისი შინაარსით, რადგან […]
საკოორდინაციო საბჭოზე კოლეჯის განვითარების და ახალი პროგრამების შემუშავების მიმართულებით იმსჯელეს, ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც კოლეჯის წინაშეა. საბჭოს წევრებისთვის კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის მენეჯერჯმა, გენო იმერლიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა, რომლის დახმარებითაც წევრები გაეცნენ კოლეჯის საქმიანობას რუსთავსა და მარნეულში, პროფესიულ პროგრამებს, სხვადასხვა სერვისებს, რომელთაც სწავლით დაინტერესებულ პირებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ვთავაზობთ. სამუშაო შეხევდრის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ, […]
სსიპ კოლეჯ „მოდუსს“ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე, ასოციაციის თანამშრომლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები (GIZ) სტუმრობდნენ. სტუმრობის ფარგლებში კოლეჯსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია, ორმხმრივი თანამშრომლობის გზით ხელი შეეწყოს საქართველოს ტურიზმის მდგრად განვითარებას საგანმანათლებლო ტურიზმის მიმართულებით, მოდუსის სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მემორანდუმი მოიაზრებს ერთობლივი დუალური […]
კურსზე შეისწავლით: ნედლეულის დამუშავებისა და კერძების მომზადებისთვის საჭირო ხელსაწყო-იარაღების, ელექტროაპარატურისა და დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების უნარ-ჩვევებს, ნახევარფაბრიკატების მომზადებას, კერძოდ, ხორცეული და თევზეული კერძების პირველადი დამუშავების ტექნოლოგიას, რათა კურსდამთავრებულმა შესძლოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული ძირითადი კერძებისა და სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის მომზადება – სალათები, ხორცის კერძები, ცომეული, თევზეული, ბურგერები და ცხელი სენდვიჩები. პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა (100 […]
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს: ადამიანის ანატომიის ძირითადი მონაცემები; მასაჟის ფიზიოლოგიური საფუძვლები, მასაჟის ზოგადი პრინციპები და ჰიგიენური საფუძვლები; კლასიკური მასაჟის ტექნიკა და მასაჟის ილეთების მეთოდიკა. ზოგადი სამკურნალო მასაჟი.პროგრამის ხანგრძლივობა: 10 კვირა (125სთ). განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, ჟ.შარტავას #4; პროგრამის საფასური – 400 ლარი (ყოველთვიური გადასახადი 200 ლარი); კურსზე დარეგისტრირების მიზნით გადადით ბმულზე: https://forms.office.com/r/DkBK5TrYb5 რეგისტრაციის ბოლო ვადაა […]
სასკოლო პროექტ „ოთკუთხედები თარგებშის“ ფარგლებში, კოლეჯში სტუმრად მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მე-8 კლასის მოსწავლეებმა კოლეჯის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო აუდიტორიები დაათვალიერეს, გაეცნენ ინოვაციური ლაბორატორიის მუშაობის პროცესს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროფესიული პროგრამების შესახებ, რომელსაც „მოდუსი“ რუსთავსა და მარნეულში ახორციელებს.