2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. აღიშნულ დღესთან დაკავშირებით, სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, პროფესიულ სტუდენტთა ცნობიერების ასამაღლებლად, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ,, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ფსიქოლოგი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, – ია იაშვილი და კოლეჯი „მოდუსის“ ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ნათია ოდიშელიძე უძღვებოდნენ.