პროფესიის აღწერილობა
შედუღება წარმოადგენს ლითონებისა და სხვა მასალების დაუშლელ შეერთებას და არის ერთ-ერთ ძირითადი და შეუცვლელი ტექნოლოგიური პროცესი მძიმე მრეწველობაში. შედუღება თავის მხრივ წარმოადგენს შემდეგ ტექნოლოგიურ პროცესთა ერთობლიობას: შედუღებას, დადუღებას, რჩილვას, ჭრას, შეწებებას, დაფრქვევას. შედუღება ასევე გამოიყენება ტექნიკაში ფართოდ გამოყენებული არალითონური მასალების შეერთებაშიც. დღეს საქართველოში მიმდინარე ბინათმშენებლობები, მაგისტრალური მილსადენების მშენებლობები, საქართველოს რკინიგზაში არსებული სარემონტო ქარხნები და დეპოები, დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, მანქანათმშენებლობის საწარმოები, სამხედრო სარემონტო საწარმოები და ბევრი სხვა საწარმო წარმოუდგენელია შედუღების სპეციალობისა და შემდუღებლების გარეშე.