პროგრამის მიზანი
სამკერვალო წარმოების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს სამკერვალო წარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა, რომელიც შეძლებს, ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლის და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.