ბოსტნეული-ბაღჩეული კულტურების მოყვანა-გამრავლება დახურულ გრუნტში (მარნეული)
ბოსტნეული-ბაღჩეული კულტურების მოყვანა-გამრავლება დახურულ გრუნტში (მარნეული)
ხანგრძლივობა 10 კვირა
სერტიფიკატი
პროფესიული მომზადების პროგრამაზე – “ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოყვანა – გამრავლება დახურულ გრუნტში” სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს მინიმუმ საბაზო განათლება და სურვილი მოკლე დროში შეიძინოს კონკრეტული ცოდნა/ უნარები მებოსტნეობის სფეროში. სწავლება განხორციელდება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ მარნეულის მებოსტნეობის A / C გარემოში- დახურულ გრუნტში (სათბურში) და პარტნიორი ორგანიზაციის ბაზაზე. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროსთვის მებოსტნეობის მიმართულებით შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება.
პროგრამის გავლის შემდეგ მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდათავრებულის დასაქმებას სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.
პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება გაამოკითხვა, პრაქტიკული დავალებები, საველე პრაქტიკა, მცირე ჯგუფებში მუშაობა, მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება. მიმდინარე (განმავითარებელი) შეფასება პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება სწავლის შედეგების დასრულების შემდეგ, რომლიც დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.