პროგრამის აღწერილობა
მოკლევადიანი მომზადების პროგრამა შედგენილია ქვემო ქართლის რეგიონის დამსაქმებლების, კერძოდ, სამკერვალო სახელოსნოების საჭიროებების გათვალისწინებით და მათთან თანამშრომლობით. კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში ან ნებისმიერ დიდ, საშუალო თუ მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოში ქალის ტანსაცმლის მკერავისა და კონსტრუქტორის საწყის პოზიციაზე. შეასრულოს ქალის ქვედაბოლოსა და მსუბუქი კაბის კონსტრუირება – მოდელირების სამუშაოები, ააგოს თარგი, გადაიტანოს მასალაზე, გამოჭრას, დააგვირისტოს, შეკეროს საკერავ მანქნაზე და დაამუშაოს ნაკერები.
მსმენელთა პროფესიული მომზადების მიზნით შექმნილი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კონსტრუირება და კერვა“ შედგენილია ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სამკერვალო წარმოებ“- ის ოთხი პროფესიული მოდულის 8 შედეგის საფუძველზე და მოიცავს 8 შედეგს.