პროგრამის აღწერილობა
მოკლევადიანი მომზადების პროგრამა შედგენილია ქვემო ქართლის რეგიონის დამსაქმებლების, კერძოდ, სამკერვალო სახელოსნოების საჭიროებების გათვალისწინებით და მათთან თანამშრომლობით. კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში ან ნებისმიერ დიდ, საშუალო თუ მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოში უშუალოდ მამაკაცის შარვლისა და ზედა პერანგის მკერავისა და კონსტრუქტორის საწყის პოზიციაზე. შეასრულოს მამაკაცის ზედა პერაგისა და შარვლის კონსტრუირება – მოდელირების სამუშაოები, ააგოს თარგი, გადაიტანოს მასალაზე, გამოჭრას, დააგვირისტოს, შეკეროს საკერავ მანქნაზე და დაამუშაოს ნაკერები.
მსმენელთა პროფესიული მომზადების მიზნით შექმნილი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა „მამაკაცის ზედა პერანგისა და შარვლის კონსტრუირება – კერვა“ შედგენილია ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სამკერვალო წარმოებ“-ის ოთხი პროფესიული მოდულის 8 შედეგის საფუძველზე და მოიცავს 8 შედეგს.