თმის ქიმიური დამუშავება
თმის ქიმიური დამუშავება
800.00 ₾
ხანგრძლივობა 6 კვირა |
კოლეჯის სერტიფიკატი |
სწავლის ხანგრძლივობა – 6 კვირა (56 საკონტაქტო საათი)
კურსის ღირებულება – 800 ლარი
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი, ჟ.შარტავას გამზ. 4
დაშვების წინაპირობა – პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე, მინიმალური ასაკი 18 წელი.
კურსის აღწერილობა
მოკლევადიანი სასწავლო კურსი „თმის ქიმიური დამუშავება“ შედგენილია ქვემო ქართლის რეგიონის დამსაქმებლების, საჭიროებების გათვალისწინებით და მათთან თანამშრომლობით.
კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს თმის ქიმიური დამუშავების მეთოდები და უსაფრთხოების წესების დაცვით შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულება, კერძოდ, თმის შეღებვა, თმის ქიმიური და ბიო დახვევა, თმის ქიმიური გასწორება, თმის დაგრძელება და თმის გაღიავება – ქოლორისტიკა.
სწავლება განხორციელდება პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. გამოყენებული იქნება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები: ინტერაქტიულ ლექცია, პრეზენტაციები, ვიდეო ჩვენება, სასწავლო მასალების დემონსტრირება. პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება, ტესტები, ზეპირი გაამოკითხვა, პრაქტიკული დავალებები, ქეისების (შემთხვევების) ანალიზი, მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება.
კურსის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯი მოდუსის სერთიფიკატს;
800.00 ₾
ხანგრძლივობა 6 კვირა |
კოლეჯის სერტიფიკატი |