2016 წლის 21 ივნისს სსიპ პროფესიულ კოლეჯში ,,მოდუსი“, ინკლუზიური განათლების განვითარების და შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ზოგადსაგანმანათლებლო სივრციდან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის მიზნით, შედგა სკოლის სპეც. პედაგოგებთან და ფსიქოლოგებთან შეხვედრა. კოლეჯის წარმომადგენლებმა, კარიერის დაგეგმვის და პროფორიენტაციის მენეჯერმა და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე და შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა სასწავლო პროცესი და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. ასევე დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ოჯახებთან.

ka_GEGeorgian