News & Events
ხშირად დასმული კითხვები
- რატომ უნდა დავრეგისტრირდე რამდენიმე პროგრამაზე? რამდენი პროგრამის არჩევა შემიძლია? პროფესიულ პროგრამებზე შექმნილი კონკურსის გამო შესაძლებელია ერთ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში აპლიკანტი ვერ ჩაირიცხოს მისთვის სასურველ პროგრამაზე. რამდენიმე არჩევანის (მაქსიმუმ სამი პროგრამა) გაკეთების შემთხვევაში, აპლიკანტს შეუძლია საკუთარი შედეგების შესაბამისად არჩევანი გააკეთოს და ჩაირიცხოს წინასწარ მონიშნული პროგრამებიდან ერთ-ერთზე.
- რა საბუთები მჭირდება რეგისტრაციისთვის და სად შემიძლია რეგისტრაციის გავლა? რეგისტრაციის დროს დაგჭირდბათ პირადი ნომერი და ელ.ფოსტა, რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ vet.emis.ge-ზე.
- როგორ ხდება კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა? იმისთვის რომ კოლეჯში თქვენთვის სასურველ პროგრამაზე ჩაირიცხოთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია vet.emis.ge-ზე, აირჩიოთ ის სასურველი პროგრამა, რომელზეც გსურთ ჩაბარება, გაიაროთ შერჩევის ეტაპი (გამოცდა) და თუ წარმატებით გაივლით ამ ეტაპს, შემდეგ ჩაირიცხებით კოლეჯში და დაიწყებთ სწავლას.
- რა ღირს სწავლა? კოლეჯში, პროფესიულ პროგრამებზე სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
- სად მდებარეობს კოლეჯი? რუსთავი, ჟიული შარტავას 4 / მარნეული, იაღლუჯის ქუჩა.
- რა პერიოდში ტარდება სასწავლო პროცესი? კოლეჯში სასწავლო პროცესი ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ორ ცვლაში: პირველი ცვლა 09:00-დან 14:00 საათამდე; მეორე ცვლა 14:30-დან 20:00 საათამდე.
- რა გამოცდები ბარდება? იმისთვის რომ სასურველ პროფესიულ პროგრამაზე ჩააბაროთ აუცილებლად უნდა გაიაროთ შერჩევის პროცესი, მე-5 დონის პროფესიულ პროგრამებზე, შერჩევის პროცესს ატარებს გამოცდების ეროვნული ცენტრი. მე-3 და მე-4 დონის პროფესიულ პროგრამებზე შიდა შერჩევას ახორციელებს კოლეჯი, მოტივაციური გასაუბრების გზით, რაც არის შერჩევის ერთ-ერთი ფორმა, რა დროსაც ხდება თქვენი მოტივაციის შემოწმება, რამდენად ფლობთ ინფორმაციას პროფესიის და პროგრამის შესახებ, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ და სხვა. მოტივაციური გასაუბრების დროს, თქვენს მიერ გაცემულ პასუხებში იწერება ქულები 0-დან 4-მდე, შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ დგება რეიტინგული სია.
- რას ნიშნავს ინტეგრირებული სწავლება? პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა). აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
- ქართული ენის გარდა, ტარდება თუ არა პროფესიული ტესტირება/გასაუბრება სხვა ენაზე? პროფესიული ტესტირების ჩაბარება შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. უცხო ენაზე პროფესიული ტესტირების ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტი ისწავლის ქართული ენის მოდულს, შემდგომ კი სწავლას გააგრძელებს სასურველ პროფესიულ პროგრამაზე.
- ვის უფინანსდება სწავლის საფასური? სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.