5 სექტემბერს, „მოდუსის“ პედაგოგებს გადაეცათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული „პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური პროგრამის სრული კურსის“ წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
აღნიშვნას იმსახურებს, რომ კოლეჯი „მოდუსი“ ერთ-ერთი იყო იმ სასწავლებლებს შორის, საიდანაც აღნიშნულ ტრენინგ-კურსში პროცენტულად ყველაზე მეტი პედაგოგი ჩაერთო. პროგრამაში მონაწილეობდა ადმინისტრაციის ორი წევრიც.
კოლეჯი წარმატებებს უსურვებს მის გამოცდილ და კვალიფიციურ მასწავლებლებს კარიერულ საქმიანობაში.