News & Events
როგორ ჩავატაროთ შრომის ბაზრის კვლევა, ტრენინგი პროფესიული კოლეჯებისთვის
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (პსდ) მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების ცოდნა, რათა მათ სწორად დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ცვლილებები არსებულ პროგრამებში ან იფიქრონ ახალი პროგრამების შექმნაზე, სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობდა 3 დღიანი ტრენინგი, რომელშიც მოდუსის თანამშრომლები: კარიერისა და პროფორიენტაციის მენეჯერი გენო იმერლიშვილი და ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი რუსუდან ქურასბედიანი მონაწილეობდნენ.
ტრენინგის განმავლობაში, მსმენლები ეცნობოდნენ დამსაქმებლის საჭირიებების განსაზღვრას, კოლეჯის სამოქმედო არეალის გათვალისწინებით, შერჩევას, კვლევის დაგეგმვას, რაოდენობრივი და თვიუსებრივი კვლევის ინსტრუმენტების განსაზღვრას, მონაცემთა დაანალიზს და დამუშავებას.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის, გურიისა და კახეთის რეგიონებში.