18 ოქტომბერს, თეთრიწყაროში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, RDFG-მ და სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გამართეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლები პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაეკავშირებინა, ხოლო დამსაქმებლებს ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დახმარებოდა.
ღონისძიებაზე, 11 კოლეჯთან ერთად წარმოდგენილი იყო სსიპ კოლეჯი „მოდუსი“. პროფესიული განათლებით დაინტერესებულ სტუმრებს, კოლეჯის წარმომადგენელმა, მიაწოდა ინფორმაცია კოლეჯის და კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. დაინტერესებულ პირებს, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ “ფაბლაბ მოდუსში” დამზადებულ ნამუშევრებს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო 23 დამსაქმებელი კომპანია 300-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით. ღონისძიების დასასრულს, გამოვლინდა RDFG-ის მიერ ჩატარებული გათამაშების შედეგი და თეთრიწყაროს 30 მოსახლეს სახელმწიფო დაფინანსებითდ გადაეცა პროფესიული კურსის ვაუჩერი.