News & Events
პროფესიული განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის განვითარების მიზნით, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ 5-წლიანი პროგრამა განხორციელდება
✅ პროფესიული განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის განვითარების მიზნით, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ 5-წლიანი პროგრამა განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 48 850 000 ევროა.
► პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის პროექტის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზის ფარგლებში.
► პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას დაეხმარა ახალი პროფესიული სტანდარტებისა და კომპეტენციებზე დაფუძნებული, მოდულური პროგრამების დანერგვაში. შეიქმნა 150-ზე მეტი ახალი პროგრამა და გადამზადება გაიარა 900-მა მასწავლებელმა.
► პროგრამის მეორე ფაზის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუწყოს დასაქმებაში – მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიწოდების, გაუმჯობესებული შრომითი პოლიტიკისა და სამეწარმეო უნარების განვითარების გზით.
► პროგრამის მეორე ფაზა ფოკუსირებულია შემდეგ პრიორიტეტებზე:
• პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
• პროფესიული მასწავლებლების კვალიფიკაციის განვითარება;
• ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე კარიერის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება;
• პროფესიულ განათლებაში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა;
• განათლების, დასაქმებისა და ტრენინგის მიღმა მყოფი ახალგაზრდების (NEET) აღრიცხვისა და შესაბამისი სერვისების შეთავაზების ხელშეწყობა;
• რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების განვითარება;
• შრომის ბაზრის ანალიზის სისტემის განვითარება;
• სამუშაოს მაძიებელთა მხარდამჭერი სერვისების განვითარება.