News & Events
მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამებზე “ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კონსტრუირება-კერვა” და “მამაკაცის ზედა პერანგისა და შარვლის კონსტრუირება-კერვა”-ზე აპლიკანტების ჩარიცხვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
- პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენელის) განცხადება;
ბ) აპლიკანტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის/წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა ან მშობლის მიერ გაცემული მინდობილობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა);
დ) პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობების შესაბამისად – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროგრამაზე – უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) პირმა, რომელმაც განათლება მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროგრამაზე – უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) იმ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა ენაზეც ხორციელდება პროგრამა. დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს ატესტატი, თუ პირმა სასკოლო განათლება მიიღო პროგრამის განხორციელების ენაზე. არაქართულენოვანი პირის მიერ ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში – ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის არარსებობისას პირს უტარდება გამოცდა კოლეჯის მიერ. პირის მიერ ქართული ენის ფლობის დონის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, პირი ვერ ჩაირიცხება პროგრამაზე.