Teachers
LEPL College Modus > Teachers
იამზე ყაველაშვილი
დამთავრებული მაქვს თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი-სამკერვალო ნაწარმის სპეციალობით, მონიჭებული მაქვს ტექნიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გავხსენი საკუთარი სამკერვალო შპს „ბაჩურა", სადაც ვმოღვაწეობ დღემდე, პარალელურად ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას, დაწყებული 2008 წლიდან.
ვეალეტა ტაბატაძე
პროფესიით გახლავართ ელექტროინჟინერი, მაქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება დაბალი და მაღალი ძაბვის ქსელების სარელეო დაცვის და ელექტროამძრავის სპეციალობაში. მაქვს პედაგოგიური მოღვაწეობის 20 წლიანი გამოცდილება. ჩემი მიზანია სტუდენტებს მაქსიმალურად დავეხმარო პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
ნინო შევარდენიძე
1998 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას პროფესიულ კოლეჯ „მოდუს"-ში, ვასწავლი მეწარმეობის საფუძვლებს. პროფესიით ვარ საქონელმცოდნეობისა და სასურსათო საქონლით ვაჭრობის სპეციალისტი. მაქვს კოლეგიალური და საქმიანი ურთიერთობა ჩემს დარგში დასაქმებულ პირებთან. ვეცნობი სიახლეებს და ვცდილობ გავუზიარო ჩემს სტუდენტებს, რათა ხელი შევუწყო მათ წინსვლას.
ეკატერინე შალამბერიძე
1995 წელს დავამთავრე ი.ჭავჭავაძის სახელობის უცხოურ ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი, ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაციით. ვასწავლი კოლეჯ „მოდუსში“ 1997 წლიდან.
ავთანდილ ქურცაძე
1978 წელს დავამთავრე ქ.თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმის სრული კურსი სპეციალობით ,,შენობის სანტექნიკური მოწყობილობები''. 1978 წელს დავიწყე მუშაობა ქ.რუსთავის ,,საქსანტექმონტაჟის'' სამმართველოში. მაქვს სპეციალობით მუშაობის დიდი პრაქტიკული გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2006 წლიდან ვმუშაობ პედაგოგად კოლეჯ „მოდუს"-ში.
ინეზი პარუნაშვილი
ვსწავლობდი სვერდლოვსკის საინჟინრო-პედაგოგიურ ინსტიტუტში, პრაქტიკა გავიარე ქ.ტოლიატის საავტომობილო ქარხანაში, მონაწილეობა მიღებული მაქვს VAZ-2109 მარკის ავტომობილის ძრავის ცილინდრთა თავის საინჟინრო გამოთვლებში. ვარ ძრავის შეკეთების პროფესიული სტანდარტის, პროფესიული და მოდულური პროგრამების თანაავტორი. პროფესიულ განათლებაში ვმუშაობ 1983 წლიდან, მიღებული მაქვს საქართველოს პრეზიდენტის ე. შევარდნაძის მადლობა გაწეული პედაგოგიური მუშაობისათვის. ჩემი კურსდამთავრებულები მუშაობენ „ ტოიოტა“-ს, „თეგეტა მოტორს“-ის და სხვ. ავტოსერვის [...]
თამაზ ღვინიაშვილი
სპეციალობით ვარ ინჟინერ-მექანიკოსი. სამშენებლო ობიექტებზე მუშაობისას მივიღე დიდი პრაქტიკული გამოცდილება თაბაშირმუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის განხრით. 2010 წლიდან ვმუშაობ პროფესიულ კოლეჯ „მოდუს"-ში თაბაშირმუყაოს პროფესიული პროგრამის მასწავლებლად. სტუდენტებთან ერთად მაქვს მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო პროფესიული დახელოვნების კონკურსებში, მიღებული გვაქვს არაერთი სიგელი.