პროფესიული განათლება
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის 48 საათიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა. პროგრამა, კოლიჯი „მოდუსის“ ბაზაზე ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყო რუსთავის მე-4, მე-15 და 26-ე საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით, კოლეჯმა „მოდუსმა“ პროგრამაში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს უმასპინძლა. სტუმრებმა, კოლეჯის თეორიული და პრქატიკული სწავლისთვის განკუთვნილი აუდიტორიები […]
7 ნოემბერს, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით კოლეჯ „მოდუსს“ ვეტერანი რაგბისტები ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას რუსთავის სხვადასხვა სკოლის 70-მდე მოსწავლე ესწრებოდა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს საკუთარი წარმატების […]
✅ პროფესიული განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის განვითარების მიზნით, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ 5-წლიანი პროგრამა განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 48 850 000 ევროა. ► პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის პროექტის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზის ფარგლებში. ► პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას დაეხმარა ახალი პროფესიული სტანდარტებისა და კომპეტენციებზე დაფუძნებული, მოდულური პროგრამების დანერგვაში. შეიქმნა 150-ზე მეტი ახალი პროგრამა […]