თანამშრომლობის ფარგლებში, საერთო პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს და პროფესიულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, რომ ერთმანეთს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, კოლეჯი „მოდუსი“ დირექტორმა, პავლე თვალიაშვილმა და ქალაქ გრიბოვის, არტურ გროტერის სახელობის კოლეჯის დირექტორმა, ტომას ვალისკიმ მოაწერეს ხელი.