საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. მინისტრმა „მოდუსის“, „მერმისის“, „იკაროსის“, „გლდანის პროფესიული კოლეჯის“ და „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიისა“ კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მათ დიპლომები პირადად გადასცა. პროფესიული განათლების სისტემას 2023 წელს პირველად ჰყავს ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომები მიიღეს […]