გენო იმერლიშვილი
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და კოლეჯი „მოდუსი“ აღნიშნულ პროგრამას ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლაში განხორციელებს. კოლეჯის დირექტორი, ნინო ქავთარაძე კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და ადგილზე გაეცნო სკოლების მზაობას და ტექნიკური აღჭურვილობას, რომელიც პროექტის ფარგლებში რამდენიმე წლის წინ გადაეცათ სკოლებს. პროექტში ჩართვა […]
საკოორდინაციო საბჭოზე კოლეჯის განვითარების და ახალი პროგრამების შემუშავების მიმართულებით იმსჯელეს, ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც კოლეჯის წინაშეა. საბჭოს წევრებისთვის კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის მენეჯერჯმა, გენო იმერლიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა, რომლის დახმარებითაც წევრები გაეცნენ კოლეჯის საქმიანობას რუსთავსა და მარნეულში, პროფესიულ პროგრამებს, სხვადასხვა სერვისებს, რომელთაც სწავლით დაინტერესებულ პირებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ვთავაზობთ. სამუშაო შეხევდრის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ, […]
პროექტის “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში, რუსთავის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობლებთან გაიმართა. მსმენელები პროფესიული განათლების უპირატესობებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება. პროექტის მომდევნო ეტაპზე, მშობლებისთვის კოლეჯ „მოდუსში“ ექსკურსია მოეწყობა, სადაც […]