ევროპის საგანმანათლებლო ფონდის (ETF) მხარდაჭერით, სსიპ კოლეჯ „მოდუსმა” 2024 წლის შემოდგომაზე წარმატებით გაიარა ფართომასშტაბიანი თვითშეფასების პროცესი, რომელიც წარმოადგენს პროფესიული განათლების ხარისხის მართვის მნიშვნელოვან ეტაპს. პროცესში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის 60-მდე წარმომადგენელმა, რომლებიც წარმოადგენდნენ კოლეჯის ადმინისტრაციას, პედაგოგიურ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დამსაქმებლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. თვითშეფასების ფარგლებში დეტალურად შეფასდა 70-ზე მეტი კრიტერიუმი, რომლებიც მოიცავდა სასწავლო […]