რუსთავი
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და კოლეჯი „მოდუსი“ აღნიშნულ პროგრამას ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლაში განხორციელებს. კოლეჯის დირექტორი, ნინო ქავთარაძე კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და ადგილზე გაეცნო სკოლების მზაობას და ტექნიკური აღჭურვილობას, რომელიც პროექტის ფარგლებში რამდენიმე წლის წინ გადაეცათ სკოლებს. პროექტში ჩართვა […]
სკოლის დირექტორები გაეცნენ კოლეჯის მიღწევებს, გამოწვევებს, პროფესიულკ განათლებაში დანერგილ და განსახორციელებელ სიახლეებს, პროფესიულ პროგრამებს, რომელსაც კოლეჯი რუსთავში ახორციელებს. დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია. ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯსა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. შეხევდრაზე, პროფესიულ სადიპლომო პროგრამების გაცნობის გარდა, საუბარი ინტეგრირებულ პროგრამასაც შეეხო, რამაც დირექტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, კოლეჯის წარმომადგენლები […]
კოლეჯი „მოდუსი“ აცხადებს მიღებას მომზადება გადამზადების მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსზე: ელექტრონული მოწყობილობებისა და დანადგარების ელექტრიკოსი. პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის გასავლელად ეწვით საიტს vet.emis.ge გაიარეთ რეგისტრაცია, აირჩიეთ მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები და მონიშნეთ თქვენთვის სასურველლი კურსი. (გთხოვთ დაიმახსოვროთ ავტორიზაციის დროს შეყვანილი მონაცემები); ან მობრძანდეთ კოლეჯში ,,მოდუსი”. რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სწავლის ხანგრძლივობა – 11 […]
სსიპ კოლეჯში „მოდუსი“ რუსთავსა და მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყება. კოლეჯში სასწავლო პროცესი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 2 ცვლაში 09:00-დან 14:00 საათამდე და 14:30-დან 20:00 საათამდე მიმდინარეობს. გთავაზობთ ჯგუფების განაწილებას ცვლების მიხედვით, ასევე გტავაზობთ კულინარიის ხელოვნების, ელექტროობს და შედურების პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სიას და მათ განაწილებას ცვლების მიხედვით. […]
⭕️ სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ?? მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? ელექტროობა – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; […]
სსიპ კოლეჯ „მოდუსში“, შემოდგომის სემესტრში, გამოცდების შედეგად ინფორმაციის ტექნოლიგიაზე და სამკერვალო წარმოებაზე წარმატებით ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლა დაიწყეს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ პროგრამებზე შემდეგი მიღება გაზაფხულის სემესტრში გამოცხადდება.
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის 48 საათიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა. პროგრამა, კოლიჯი „მოდუსის“ ბაზაზე ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყო რუსთავის მე-4, მე-15 და 26-ე საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით, კოლეჯმა „მოდუსმა“ პროგრამაში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს უმასპინძლა. სტუმრებმა, კოლეჯის თეორიული და პრქატიკული სწავლისთვის განკუთვნილი აუდიტორიები […]
სსიპ კოლეჯმა „ მოდუსმა“ 19 დეკემბერს სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც კოლეჯი „მოდუსის“ და 2 კერძო პროფესიული სასწავლებლების „არსის“ და „მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა „ „პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტზე იმსჯელეს. ????პროექტის მხარდამჭერია გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი და ის მსოფლიო ბანკის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან […]
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქალაქ რუსთავში, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა ისაუბრა საქართველო – ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებზე, ინტეგრაციის მექანიზმებზე. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მონაწილეები გაეცნენ ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელების გზებსა […]