დღეს, სტარტი აიღო 3 დღიანმა ონლაინ სპორტულმა შეჯიბრმა საქართველოს, ლატვიის და მოლდოვას კოლეჯებს შორის. კოლეჯის სტუდენტები, ერთმანეთს რამდენიმე სახის აქტივობაში ეჯიბრებიან (პრესი, ჩაჯდომები და აზიდვები). პირველი დღის შედეგების მიხედვით, კოლეჯი „მოდუსის„ სტუდენტები ლიდერობენ. გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. აღნიშნული შეჯიბრი, ლატვიის კოლეჯთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.