მოსწავლეებმა, კოლეჯის მატერიალურ – ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და პროფესიულ პროგრამებზე, პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე კარიერისა და პროფორიენტაციის მენეჯერისგან, გენო იმერლიშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუმრობის ფარგლებში, მე-16 სკოლის მოსწავლეები, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასაც სტუმრობდნენ, სადაც ფაბლაბის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.