პროფესიული სადიპლომო პროგრამების დამატების მიზნით, ადგილობრივ ფერმერებთან, მებაღეობის და მებასტნეობის მიმართულებით აქტიური შეხვედრები იმართება, რათა პარტნიორობის ფარგლებში, კოლეჯის სტუდენტებმა პრაქტიკული სასწავლო მოდულები რეალურ სამუშაო გარემოში გაიარონ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 4 ფერმერს შევხვდით და ადგილზე გავეცანით შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება კოლეჯ „მოდუსსა“ და ფერმერებს შორის.