პირველ სამუშაო შეხევდრაზე, სტუდეტები შეთანხმდნენ, რომ დეკემბრის თვეში სტუდენტური კავშირის თავმჯდომარისა და სტუდენტური საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართება. ასევე, დაიგეგმა სპორტული აქტივობები, რომელიც სტუდენტების ჩართულობით თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას გაიმართება. შეხვედრაზე, სტუდენტური სივრცის და კაფეტერიის მოწყობის შესახებაც გაიმართა მსჯელობა. სტუდენტურ კავშირთან დაკავშირებული შეხვედრა, კოლეჯი „მოდუსის“ მარნეულის კამპუსში უახლოეს პერიოდში ჩატარდება.