მარნეული
კოლეჯმა „მოდუსმა“ გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, დაიწყო სამკერვალო წარმოების და ინფორმაციის ტექნოლოგიის მიმართულებით პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელება. პროგრამაში, ჩართულნი არიან მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც 2 თვის განმავლობაშიდა საკუთარ ძალებს მოსინჯავენ ახალი პროფესიის დასაუფლებლად. სასწავლო პერიოდის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩატარდება პროფორიენტაციული ხასიათის შეხვედრები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პროფესიების და პროფესიული განათლების […]
მარნეულში, კოლეჯ „მოდუსში“ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი პროფესიული სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა და დასაქმების სააგენტოს სერვისების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა. სააგენტოს წარმომადგენლებმა, სტუდენტები შრომის ბაზრის მართვის საინოფრმაციო სისტემა – worknet.gov.ge-ზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა სასერთიფიკატო პროგრამაში ჩართვა შესთავაზეს. სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ, სტუდენტები საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიიღებანე ინფორმაციას სხვადასხვა ვაკანსიის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს […]
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ პროფესიული განათლების მნიშვნელობას, მარნეულში კოლეჯი „მოდუსის“ სასწავლო ბაზაზე მიმდინარე სადიპლომო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, პროგრამებზე რეგისტრაციის პროცედურებს და მიიღეს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რასაც კოლეჯი სწავლით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს. ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ინფორმაციას პირველი მომზადების პროგრამის „ქართულენოვანი ტურისტული მეგზურის“ შესახებ, რომელიც კოლეჯში განხორციელდება. საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, რეგისტრაცია გაიარეს […]
სსიპ კოლეჯში „მოდუსი“ რუსთავსა და მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყება. კოლეჯში სასწავლო პროცესი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 2 ცვლაში 09:00-დან 14:00 საათამდე და 14:30-დან 20:00 საათამდე მიმდინარეობს. გთავაზობთ ჯგუფების განაწილებას ცვლების მიხედვით, ასევე გტავაზობთ კულინარიის ხელოვნების, ელექტროობს და შედურების პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სიას და მათ განაწილებას ცვლების მიხედვით. […]
პროფესიული სადიპლომო პროგრამების დამატების მიზნით, ადგილობრივ ფერმერებთან, მებაღეობის და მებასტნეობის მიმართულებით აქტიური შეხვედრები იმართება, რათა პარტნიორობის ფარგლებში, კოლეჯის სტუდენტებმა პრაქტიკული სასწავლო მოდულები რეალურ სამუშაო გარემოში გაიარონ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 4 ფერმერს შევხვდით და ადგილზე გავეცანით შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება კოლეჯ „მოდუსსა“ და ფერმერებს შორის.
სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორ, ეკატერინე პატეიშვილსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ, ზაურ ტაბატაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, მარნეულში კოლეჯი „მოდუსის“ წარმატებით ფუნქციონირებისათვის საჭირო, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რაც შემდგომში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმში აისახება. მარნეულში, კოლეჯი „მოდუსი“ უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაიხსენაბ. აღსანიშნავია, რომ […]