მასაჟისტის საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მომსახურებათა მნიშვნელოვანი ქვესისტემაა. იგი მოიცავს: სამკურნალო მასაჟს; სპორტულ მასაჟს; ჰიგიენურ მასაჟს.
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე, მინიმალური ასაკი 18 წელი.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
მასაჟისტი არის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეუძლია მუშაობა – სხვადასხვა სახის ავადმყოფობის მქონე პაციენტთა სამედიცინო რეაბილიტაციის ყველა: ჰოსპიტალურ, კონვალესცენტურ და პოსტკონვალესცენტურ ფაზაში. მასაჟისტი შეიძლება დასაქმდეს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში: საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, დისპანსერებში, სანატორიუმებში, სპორტულ გუნდებში, ბალეტისა და ცეკვის ანსამბლებში, ჰიგიენური პროფილის სალონებში, სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ბავშვთა და ინვალიდთა სახლებში, პანსიონებში. მასაჟისტს შეუძლია ექიმი-რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე მომსახურება.