პროგრამის მიზანია უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრით თმის მომსახურების სალონები, კერძოდ მოამზადოს კვალიფიციური თმის სტილისტები
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
თმისა და სილამაზის მომსახურებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია შესაბამისი კონცენტრაციის საფუძველზე დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: თმის ოსტატი, პარიკმახერი, თმის სტილისტი; პირი ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდები: 5141; 5142.
ეროვნული კლასიფიკატორის – (ეკონომიკური საახეები) კოდები: 96.02.; 96.02.0
მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
შეჭრას თმა
სუბსტრაქტული სქემით აფორმიროს ძირითადი ფერები
მოახდინოს პალიტრის კლასიფიცირება
შეღებოს და გააღიაოს თმა
შეასრულოს თმის ქიმიური დახვევა და გასწორება
შეასრულოს სხვადასხვა სახის ვარცხნილობები
შეასრულოს წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება
შეასრულოს თმის სპა პროცედურები.
Duration: 12 თვე
Lectures: 58 /ქართული ენის მოდულით 73/
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია:: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია თმისა და სილამაზის მომსახურებაში