ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის კონკურენტუნარიან კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს და ცოდნას სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების შესახებ, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად.
ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 62.09.0; 95.11; 95.11.0
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3512
Duration: 11 თვე
Lectures: 60 /ქართული ენის მოდულით 75/
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში