პროგრამის აღწერილობა
„ხელით ელექტრორკალური შედუღების“ მომზადების პროგრამის ხანგრძლიობა შეადგენს 10 კვირას, კვირაში – 20 საათი. სწავლა განხორციელდება, როგორც კოლეჯის კეთილმოწყობილ აუდიტორიებსა და სასწავლო სახელოსნოში, ასევე რეალურ გარემოში -კომპანიაში.
„ხელით ელექტრორკალური შედუღების“ მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია, როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასე პრაქტიკული უნარების განვითარება,თუმცა ძირითადი აქცენტი პრექტიკულ სწავლებაზეა გაკითებული. კრედიტები: ინტერაქტიულ ფორმაში ჩატარდება; ფართოდ იქნება გამოყენებული პრეზენტაციები, ვიდეო ჩვენება; სასწავლო მასალების დემონსტრირება. „ხელით ელექტრორკალური შედუღების“ მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება, ტესტები, ზეპირი გაამოკითხვა, პრაქტიკული დავალებები, ქეისების (შემთხვევების) ანალიზი, მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება. მიმდინარე (განმავითარებელი შეფასება) პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება სწავლის ბოლოს, რომლიც დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
„ხელით ელექტრორკალური შედუღების“ მომზადების პროგრამა შექმნილია სსიპ-კოლეჯი მოდუსის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „შედუღება“ პროფესიულ/დარგობრივი მოდულების საფუძველზე და ის მოიცავს მის მნიშვნელოვან ნაწილს. ,,ხელით ელექტრორკალური შედუღების“ მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.